09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
აზერბაიჯანის მიერ ჩამოგდებული მი-24 ყარაბაღს ეკუთვნოდა

აზერბაიჯანის მიერ ჩამოგდებული "მი-24" ყარაბაღს ეკუთვნოდა. ამის შესახებ არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის საგარეო უწყებაც და აცხადებს, რომ ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენებს ახორციელებდა.

ეუთოს მინსკის ჯგუფის წამრომადგენლები გმობენ სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტს და ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს მოუწოდებენ ბოლო სამი შეხვედრის დროს აღებული ვალდებულებების დაცვას. მხარეეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა ევროკავშირმაც.

აზერბაიჯანის თავდაცვამ „მი-24“ ტიპის ვერტმფრენი გუშინ ჩამოაგდო, რასაც სომხეთის მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.

ექსპერტების შეფასებით, 1994 წლის შემდეგ არაღიარებულ რეგიონში ვითარების გამწვავების ასეთი დიდი საფრთხე არ შექმნილა.

დღის ამბები