09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
სომხური ვერტმფრენის ჩამოგდების კადრები ინტერნეტით გავრცელდა

სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხური ვერტმფრენის ჩამოგდების კადრები გავრცელდა. 

ფაქტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოხდა. აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე სომხური მხარის ორმა ვერტმფრენმა დაარღვია. ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს, მეორემ კი ტერიტორია დატოვა. ამ შემთხვევის გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა დღეს კონფლიქტური რეგიონის საჰაერო სივრცე დახურულად გამოაცხადა და ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ICAO-ს წევრ ქვეყნებსაც აცნობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები