08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
ჩამოგდებული რუსული თვითმფინავი და მოსკოვის პირველი პასუხი თურქეთს

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განცხადება გააკეთა. 

"არ იქნებოდა სწორი ახლა რაიმე შეფასების გაკეთება მანამ, სანამ არ შევისწავლით მთელ სურათს. ამ შემთხვევაში უბრალოდ საჭიროა მოთთმინება გამოვიჩინოთ. ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა. თუმცა, კვლავ ვიტყვი, სრული ინფორმაციის გარეშე რაიმეზე საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა პესკოვმა. 

პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის შესაძლო გაუქმების შესახებ. 

რუსული თვითმფრინავი სუ24 თურქმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. მათი თქმით, თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრა. 

თვითმფრინავი სირიის პროვინცია ლათაკიაში ჩამოვარდა. პილოტების შესახებ ინფორმაცია დაუზუსტებელია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მათ გადარჩენა მოახერხეს. 

დღის ამბები