08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მანამდე კი ფრანსუა ოლანდმა ელისეს სასახლეში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უმასპინძლა.

გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასთან დაკავშრებით. ოლანდის თქმით, ტერორიზმისგან არცერთი ქვეყანა არაა დაცული, რის გამოც ერთობლივი ბრძოლის გაძლიერებაა საჭირო.

ორი ქვეყნის ლიდერმა რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარების დე ესკალაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მერკელმა და ოლანდმა პარიზში თავდასხმების შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს.

დღის ამბები