09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
იენ სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან საჰაერო საფრთხეებზე საუბრობს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელსაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები სამოქალაქო ავიატრანსპორტს უქმნიან. სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა ნატოს საჰაერო საზღვრებთან რუსული ბომბდამშენებისა და მზვერავების გააქტიურების გამო და მოუწოდა რუსეთის სამხედრო მეთაურობას კომუნიკაციაში შევიდეს სამოქალაქო ავიადისპეჩერებთან.

"პრობლემა ისაა, რომ რუსი პილოტების უმეტესობა არ რთავს გადამცემებს, არ აფიქსირებენ თავიანთ ფრენებს და არ შედიან კომუნიკაციაში სამოქალაქო ავიადისპეჩერებთან. ეს ყველაფერი კი უქმნის საფრთხეს სამოქალაქო ავიატრანსპორტს", – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები