09 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
„ბრძოლა უკრაინისთვის არ დასრულებულა“, - პატრიარქი ფილარეტი

სრულიად უკრაინის პატრიარქი ფილარეტი მაიდნის მოვლენებს ერთი წლის თავზე „პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრძოლა უკრაინისთვის ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა ის არ დასრულებულა და ბოლო გამარჯვებამდე ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

პატრიარქი ფილარეტი დღეს თებერვალში მაიდანზე დაღუპული დავით ყიფიანის ოჯახის წევრებს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მან კიდევე რთხელ აგდაუხადა მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც ერთი წლის წინ მაიდანზე გამოვიდა, რათა უკრაინის საგარეო პოლიტიკა დაეცვა.

„ჩვენ ვაფასებთ ქართველების ძმურ სიყვარულს, რომელიც მათ უკრაინელი ხალხის მიმართ გამოიჩინეს. ქართული სისხლი დაიღვარა მაიდანზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა შეკრულია სისხლით.

ჩვენი ერები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი. ერთ კვირაში ჩვენ მაიდანზე გავიხსენებთ გმირებს და ვილოცებთ უკრაინელების დამოუკიდებლობისთვის აღმოსავლეთში“, - განუცხადა პატრიარქმა „პოსტსკრიპტუმს“.

ამავე თემაზე
დღის ამბები