ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებთან საუბრისას მოისმინა მზაობა, რომ ქვეყნები, მშვიდობის მისაღწევად 10 დღით ცეცხლს შეწყვეტენ.
"ახლახან შესანიშნავი საუბრები მქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჟოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან.
ამ ორმა ლიდერმა თანხმობა განაცხადა, რომ მათ ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად, ოფიციალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დღეს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 5 საათზე." - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
ტრამპი აღნიშნავს, რომ ისრაელი-ლიბანის ომის დასრულება მისთვის დიდი პატივი იქნება და "საქმის ბოლომდე მიყვანას" აანონსებს:
"სამშაბათს, 34 წლის განმავლობაში პირველად, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს აქ, ვაშინგტონში, ჩვენს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად შეხვდა.
დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, გაერთიანებული შტაბების მეთაურთან, დენ რეიზინ ქეინთან ერთად, იმუშაონ ისრაელსა და ლიბანთან მყარი მშვიდობის მისაღწევად.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს მასშტაბით 9 ომი გადავჭერი და ეს იქნება ჩემი მე-10, ასე რომ - მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!