14 სექტემბერი 2026,   10:43
ვრცლად
"სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციას გააძლიერებს" - ვახტანგ ბაჩიაშვილი

ამ წუთებში პარლამენტში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტს სესიაზე დეპუტატებს პირველი მოსმენით მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცნობს.

ცვლილებების თანახმად, ქვეყანას ახალი სახელმწიფო მინისტრი ეყოლება, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში - ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოსტს ჩაიბარებს. პარლამენტში დღესვე სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და მის დამტკიცებას უყრიან კენჭს.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი ვახტანგ ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შექმნას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი. მისი თქმით, ასეთი მექანიზმი აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი უწყებების მუშაობას უფრო ეფექტიანსა და შედეგიანს გახდის.

"კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება - ეს იქნება სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსგავს საკოორდინაციო მექანიზმის შემოღება აამაღლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამართალდაცვითი ორგანოების საქმიანობას. ამავდროულად, აღნიშნული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობა ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან როგორებიც არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა და ასევე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი.

 

დღის ამბები