09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
დიდი ოცეულის ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ

მსოფლიო ლიდერებმა დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთი დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ გააფრთხილეს. მწვავე კრიტიკის გამო, საერთაშორისო ღონისძიება ვლადიმერ პუტინმა დროზე ადრე დატოვა.

ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გააფართოვებენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

"რუსეთი არღვევს მეზობელი ქვეყნის, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ორი მსოფლიო და ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის მშვიდობა და წესრიგი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს საკუთარი გავლენის გამოყენებას და ვითარების დესტაბილიზაციას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. ამიტომ ჩვენ იქამდე გავაგრძელებთ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვიდრე ეს საჭირო იქნება,” - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მომავალი სამოქმედო გეგმა ევროპელ კოლეგებთან ბარაკ ობამამაც განიხილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები