"პოსიდონია 2026" - ათენში გამართულ საზღვაო გამოფენაზე, საქართველოს დელეგაციამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, ანაკლიის პორტის პროექტი და ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის საკითხები წარადგინა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრებზე მწვანე პორტების განვითარებისა და დარგში ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.