თბილისის სამხატვრო აკადემიაში გერმანელმა ურბანისტმა მარკუს აპენცელერმა ღია ლექცია გამართა.
თემაზე - "მოქნილი ქალაქი" გამართულ შეხვედრაზე, ქალაქების განვითარების თანამედროვე მიდგომები მიმოიხილეს.
"ლექციაზე ვისაუბრეთ მოქნილი ქალაქის კონცეფციაზე. თბილისი ხაზოვანი ქალაქია - ის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიდის, როგორც დროის ხაზი, რომლითაც საუკუნეებში მოგზაურობს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, გვაქვს შესაძლებლობა, მოქნილი ქალაქის ეს თანამედროვე მიდგომები საუკეთესო ფორმით განვახორციელოთ,"- აცხადებს მარკუს აპენცელერი.
მარკუს აპენცელერი თბილისს მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში სტუმრობს.