06 ივნისი 2026,   16:20
ვრცლად
"მემარცხენე ალიანსი": მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - სანამ არ დაასრულებს ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება

გავრცელდა "მემარცხენე ალიანსის" განცხადება, რომელშიც საქართველოს ევროპული კურსის მიმართ არსებული მიდგომებია გაკრიტიკებული. ავტორები ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უსამართლოდ მიიჩნევენ და დასავლელი ბიუროკრატების მხრიდან "ორმაგი სტანდარტების" გამოყენებაზე მიუთითებენ.

განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს წვლილი დასავლურ პროცესებში. ალიანსის წევრები ხელისუფლებას ევროსაბჭოსთან პარტნიორული ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებენ, ვიდრე ევრობიუროკრატიის მხრიდან "შოვინისტური დამოკიდებულება" არ დასრულდება.

"საქართველომ დამოუკიდებლად ბევრი რამ გააკეთა კოლექტიური, ცივილიზებული დასავლეთისთვის, პასუხად მივიღეთ უმიზეზო თავდასხმები, სანქციები, მათ შორის, რეიტინგული მედიასაშუალებების, რაც მსოფლიო პოლიტიკური ისტორიისთვის უპრეცედენტოა. თითქმის ყოველდღე ვისმენდით კორუმპირებული ევროპარლამენტარების დისკრიმინაციულ განცხადებებს მაღალი ტრიბუნიდან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - სანამ არ დაასრულებს ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს, ორმაგი სტანდარტით ურთიერთობას, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება, ნუ ვეძახით კოლეგებს და მეგობრებს ამ შოვინისტებს," - განაცხადა პარტია "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელმა, კახა ძაგანიამ.

დღის ამბები