სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება.
წარუკიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვება აეკრძალა. მედიის ინფორმაციით, იგი აეროპორტში იმყოფებოდა და სომხეთის დატოვებას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
ცნობისთვის, გაგიკ წარუკიანის პოლიტიკურმა გაერთიანებამ "აყვავებული სომხეთი", მონაწილეობა მიიღო 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. პარტიამ 4-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და ახალ პარლამენტში ვერ მოხვდა.