23-წლიანი მოლოდინი დასრულებულია - წულაიების ოჯახს ახალი მისამართი აქვს. დიასახლისმა ბინა საკუთარი გემოვნებით უკვე მოაწყო.
კაპანაძის 4 ნომერში თბილის მერიისგან ახალი ბინა კიდევ 44 ოჯახმა მიიღო. მათი უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილი და სოციალურად დაუცველია. საცხოვრებელი კორპუსები თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები.
დევნილებს ახალი ბინების გასაღებები სიმბოლურად თბილისის მერმა გადასცა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება.
ახალი საცხოვრებელში გადასვლამდე ოჯახები სწორედ ამ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობდნენ. ნაგებობა ავარიული და საფრთხის შემცველია. ამავე კორპუსიდან 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართო პროექტ "გარდენ ჰილსში" გადაეცა, 8 ოჯახი დიდ დიღომში დაბინავდა, ხოლო 12-მა ფულადი კომპენსაცია მიიღო.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტით საცხოვრებელ ფართებით სულ 145 ოჯახი დაკმაყოფილდება.
ახალი ბინების გადაცემა ეტაპობრივად გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე