10 ივნისი 2026,   20:08
ვრცლად
მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" - სააკაშვილი

ოპოზიციური ალიანსის დაშლის პარალელურად, არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობაც" დაიშალოს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა მისი ახალი წერილი ციხიდან, რომელშიც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პარტიის რეფორმირებისთვის საჭიროა "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს ნანუკა ჟორჟოლიანი შეუერთდეს, რომელსაც აქვს მისი სრული ნდობა და მანდატი.

"კურიერი" ნანუკა ჟორჟოლიანთან და თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

"მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი, ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები