10 ივნისი 2026,   20:08
ვრცლად
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპელების მხოლოდ 11% მიიჩნევს შეერთებულ შტატებს მოკავშირედ - Reuters

საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, 15 ქვეყანაში, ევროპელთა მხოლოდ 11% მიიჩნევს შეერთებულ შტატებს მოკავშირედ, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მონაცემები საგრძნობლად შემცირებულია, რადგან 6 თვის წინ მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა, 2024 წლის ნოემბერში კი 22% იყო.

მედიის ცნობით, კვლევის შედეგები, რომელიც "დიდი შვიდეულისა" და NATO-ს სამიტების დაწყებამდე გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ევროპის მიერ ვაშინგტონის, როგორც უსაფრთხოების სფეროში სანდო პარტნიორის მიმართ ნდობის შესუსტებას.

ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, გამოკითხულთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ, თავდასხმის შემთხვევაში, აშშ მათ დახმარებას გაუწევს.

დღის ამბები