18 ივნისი 2026,   14:51
ვრცლად
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ოფიციალურ კონტაქტს წყვეტს - გიდეონ საარმა განცხადება X-ზე გამოაქვეყნა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხრბში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან, ყველა ოფიციალურ კონტაქტს წყვეტს.

"კაია კალასი უკვე გარკვეული პერიოდია, აშკარა მიკერძოებულობითა და უსამართლობით მოქმედებს ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკაში ვიზიტისას თქვენ ისრაელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რასისტულ აპარტეიდულ რეჟიმს შეადარეთ.

მადლობას ვუხდი მრავალ ევროპელ არჩეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ეს მძიმე განცხადება დაგმეს. თუმცა, დღემდე ქალბატონ კალასს აღნიშნულ, უკიდურესად სერიოზულ განცხადებასთან დაკავშირებით არც უარყოფა, არც განმარტება და არც რაიმე სახის პასუხი არ გაუვრცელებია. შესაბამისად, როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა არჩევანი არ დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ქალბატონ კალასთან ყოველგვარი კონტაქტი შევწყვიტო, ვიდრე იგი უკან არ წაიღებს იმ ცილისმწამებლურ ბრალდებას, რომელიც მსოფლიოს ერთადერთ ებრაულ სახელმწიფოსა და, ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ დემოკრატიას წაუყენა. სწორედ ამას ვაკეთებ", - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები