19 ივნისი 2026,   13:14
ვრცლად
"როგორც კი ხედავენ ამერიკელები, რომ მათ ეთამაშებიან, ძალიან ცუდად პასუხობენ" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკით იმუქრება. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ამერიკის შეერთებული შტატები დასჯის.

"ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილს და "ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც", ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა. როგორც კი ხედავენ ამერიკელები, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში - არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები