19 ივნისი 2026,   13:13
ვრცლად
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში იწყება. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე წუთში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. საქართველოს მთავრობის მეთაურს უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიც. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მანამდე, ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა.

"ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე, საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები