19 ივნისი 2026,   13:14
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი: არ მივესალმებით იმ ზომებს, რომლებიც ქართველ ხალხს დააზიანებს

თბილისში ისევ განხილვის თემაა ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია და ანალოგიური მოთხოვნები - სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.

მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ახალი რეზოლუცია საქართველოს იზოლაციის გაგრძელებაა.

"რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია, სამწუხაროდ არის გაგრძელება ჩვენი ქვეყნის იზოლაციის, ჩვენი ქვეყნის სახელის გატეხის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ესეც არის ფაქტი. ეს ყველა რეზოლუციაში იქნება ასახული. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს - თუ რაიმე კონკრეტული ზომა იქნება მიღებული, არ მივესალმებით იმ ზომებს, რომლებიც ქართველ ხალხს და საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, წლების განმავლობაში დოკუმენტების უცვლელი შინაარსი მიუთითებს, რომ რეზოლუციებზე სიღრმისეულად არავინ მუშაობს და მუდმივად ჩარჩო დოკუმენტის კოპირება ხდება.

დღის ამბები