"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონებში გასვლით კონფერენციებს აგრძელებს.
მმართველი პარტიის ახალგაზრდული გუნდი, ამჯერად იმერეთის რეგიონში იმყოფება.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ანრი მეტრეველი აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრებს ძალიან კარგი შედეგი აქვს და ეს იმის მოტივაციაა, რომ მომავალშიც ერთმანეთთან რაც შეიძლება მეტი დიალოგი იყოს:
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. როგორც ხედავთ, ძალიან კარგი შედეგია, რადგან დღეს განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება იმერეთში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რაც აქამდე ვიშრომეთ, დღეს ბავშვებმა დაადასტურეს, რომ ყველაფერს მოაქვს შედეგი. ეს კიდევ ერთხელ არის იმის საშუალება, რომ ერთმანეთთან რაც შეიძლება მეტი დიალოგი და დისკუსია გვქონდეს, ველოდებით ბავშვებისგან საინტერესო თემებს. ეს კრიტიკული იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ," - აღნიშნავს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ანრი მეტრეველი.
შეხვედრა 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ქალაქ წყალტუბოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება ცოტნე ივანიშვილი, ასევე ლაშა ტალახაძე და ვიქტორ სანიკიძე.