26 ივნისი 2026,   09:41
ვრცლად
პრემიერის ანგარიშში ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც პასუხი სრულყოფილად არ არის გაცემული - შალვა კერესელიძე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, რომელსაც ირაკლი კობახიძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს.

კერესელიძის თქმით, მათ ფრაქციას ირაკლი კობახიძესთან საქმიანი და კრიტიკული კითხვები ექნება.

"კითხვები იქნება ძალიან შინაარსიანი, ძალიან საქმიანი, ძალიან კრიტიკული. ანგარიშში, რომელსაც გავეცანით, არის ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პასუხი სრულყოფილად არ არის გაცემული, ან კიდევ არის საკითხები, რომელიც საერთოდ შეტანილიც არაა და განხილულიც არაა," - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

დღის ამბები