ბათუმში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა. დალაგება-დასუფთავების წამახალისებელი შოუს ფარგლებში, 40-მდე თანამშრომელმა ინდივიდუალურად მოახდინა საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება - ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეულიც. ღონისძიების მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა.