ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომლებსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში, ეს სესხებიც არ შველის იმაში, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები.
"ჩვენ ვადარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით. თქვენ იცით, რომ მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომლებსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში. ეს სესხებიც არ შველის მოლდოვას იმაში, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები. ამ 5 წლის განმავლობაში მოლდოვა ეკონომიკებს შორის სხვაობით გავასწარით 13,5 მილიარდი დოლარით, ბიუჯეტებს შორის 3,5 მილიარდი დოლარით, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.