ახალი წლის დადგომა მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიულოცა.
"ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება,"- განაცხადა თავის მიმართვაში ილია მეორემ.
„გიფიქრიათ იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს, ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებსო. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ,“ - განაცხადა ილია მეორემ.