20 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ახალი წლის დადგომასთან ერთად თბილისის ყველა უფასო სასადილო დროებით დაიხურა

ახალი წლის დადგომასთან ერთად თბილისის ყველა უფასო სასადილო დროებით დაიხურა. ბენეფიციარები, რომლებიც 1 ლარისა და 18 თეთრის ღირებულების საკვებით ყოველდღიურად სარგებლობენ, ამ მომსახურებასაც ორშაბათამდე ვერ მიიღებენ.

მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი, გელა ჩივიაშვილი, აცხადებს, რომ ეს საკიხთი მის კომპეტენციას სცდება.

დიდუბის რაიონის გამგებლის განცხადებით, უფასო სასადილოები ახალი წლის დღეებში, ტრადიციულად, იხურება, თუმცა ბენეფიციარები გაცდენილი დღეების ასანაზღაურებლად საკვებს წინასწარ იღებენ.

დიდუბის რაიონის გამგებლის მიერ გაკეთებულ განმარტებას არ სოციალურად დაუცველთა ნაწილი ეთანხმება. ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათ გაცდენილი დღეების საკვების მარაგი წინასწარ არ მიუღიათ.

უფასო სასადილოები 31-დან 4 იანვრამდე ყველა რაიონში დაიხურა.

 

ავტორები: ეკო მაღრაძე, მარიამ შანშიაშვილი, გიორგი ცანავა, მამუკა ჯინჭარაძე, ფატი მდორეული

ამავე თემაზე
დღის ამბები