ახალი წლის პირველივე საათიდან, სამედიცინო დაწესებულებებს სადღესასწაულო პიროტექნიკით 10-მა დაშავებულმა მიაკითხა. უმეტესობას სამედიცინო დახმარება ხელებზე მიღებული დამწვრობებისა და ჭრილობების გამო დასჭირდა.
4 პაციენტი ამ დრომდე რჩება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. მათ ახალი წლის ღამეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
მაშხალის აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტების დიდი ნაწილი არასრულწლოვანია.
პიროტექნიკის არასწორი მოხმარების გამო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ 10 ბავშვი მიიღო. ერთერთი არასრულწლოვანის,ქირურგიული ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ექიმების თქმით, ბავშვს ასაფეთქებელი ხელში აფეთქდა, რის გამოც ცალ ხელზე მან რამდენიმე თითი დაკარგა.
ახალი წლის დღეებში სასწრაფო დახმარების პერსონალიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ავტორები: მარიკა გოცირიძე, ქეთი ნადიბაიძე, დავით ცინცაძე, ვახო ბუნტური