საახალწლო საჩუქრები 101 წლის ნეონილა ჩერნიშევამ მიიღო. სამგორის რაიონში მცხოვრები უხუცესი ქალბატონი პროფესიით ბუღალტერია და სპეციალობით წლების განმავლობაში მუშაობდა.
ნეონილა ჩერნიშევასთან ერთად საახალწლო სასაჩუქრე ნობათი ასევე უფასო კვების სასადილოთი მოსარგებლე 4351–მა ბენეფიციარმა და მე–2 მსოფლიო ომის მონაწილე 56–მა ვეტერანმაც მიიღო.