20 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
NASA-ს წლის აღმოჩენა -მარსზე აღმოჩენილი თხევადი წყლის კვალი მასზე სიცოცხლის არსებობის შესახებ თეორიულ შესაძლებლობას იძლევა

ნასას მეცნიერების კვლევამ მარსზე და ბოლო აღმოჩენამ კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოვა კაცობრიობა ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნასთან- არის თუ არა სიცოხლე სხვა პლანეტებზე და ვართ თუ არა ჩვენ, დედამიწის მოსახლეობა მარტოები მზის სისტემაში.

მარილიანი წყლის ნაკადები წითელ პლანეტაზე სეზონურად ჩნდება. კლიმატით მარსი დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს. შედარებით თბილ პერიოდში ნასას მეცნიერების მიერ გადაღებულ მაღალი განზომილების სურათებზე წყლის ნაკადები გარკვევით ჩანს, ტემპერატურის დაცემის დროს კი გამქრალია. კვალი, რომ მარსზე ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ წყალი არსებობდა, ნასას მეცნიერებს უკვე აღმოჩენილი ჰქონდათ. თხევადი წყლის ეს კვალი კი ახალია.

ნასას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეხედულება, თითქოს მარსი მშრალი პლანეტა იყო, არასწორი აღმოჩნდა. გარკვეულ გარემოებების დროს მარსზე წყალი თხევადი სახით ჩნდება, რაც, მათი თქმით, რევოლუციური აღმოჩენაა. იქ სადაც წყალია, თეორიულად შეიძლება სიცოცხლეც იყოს.

ნასას მეცნიერები თავს იკავებენ, წინასწარ თქვან რამე, არსებობს თუ არა რამე ფორმით სიცოცხლე მარსზე, თუმცა იმას ადასტურებენ, რომ თხევადი სახით მარსზე წყლის არსებობა, როგორი მარილიანიც არ უნდა იყოს ის, პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ თეორიულ შესაძლებლობას იძლევა.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები