დღეს ღამით საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 იანვარს ჰაერის ტემპერატურა თბილისში მინუს 9 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ღამის საათებში მინუს 12 გრადუსი დაფიქსირდება, მთასა და მაღალ მთაში კი ტემპერატურა მინუს16-დან მინუს 23 გრადუსამდე იქნება.
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოსა და მთაში თოვლსაც ვარაუდობენ.