თოვლმა პრობლემები შექმნა გომბორის უღელტეხილზე. შეზღუდვები მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. ამ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებზე.
გომბორზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
რაც შეეხება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის მაგისტრალს, ამ მიმართულებით ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება თავისუფალია.