20 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
სამდღიანმა თოვამ ბათუმში პრობლემები შექმნა

სამდღიანმა თოვამ პრობლემები შეუქმნა საავტომობილო მოძრაობას ბათუმში. ზღვისპირა ქალაქიდან სამაშველო სამსახურში 100–ზე მეტი ზარი დაფიქსირდა. დახმარებას ძირითადად თოვლში ჩაფლული მანქანების გამოყვანისთვის მძღოლები ითხოვენ.

კურიერის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდათ ჩაქვის და გონიოს მაცხოვრებლებს.

სამდღიანი თოვის შედეგად მოსული ნალექი ბათუმისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდულია.

სინოპტიკოსები გამოდარებას ორშაბათიდან ელოდებიან.

დღის ამბები