2016 წელს საქართველოში ჩამოსულ პირველ საერთაშორისო მოგზაურს აეროპორტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, 2016 წელს საქართველოში ჩამოსულ პირველ საერთაშორისო მოგზაურს აეროპორტში ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
პირველი ტურისტი ამერიკელია. სანდრა ჯონსონი საქართველოს მოგზაურობას ერთი თვის განმავლობაში გეგმავს.