ათასამდე აბონენტი ოზურგეთის რაიონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დენის მიწოდების პრობლემაა ქობულეთშიც და ჩოხატაურის ერთ–ერთ სოფელში.
შეფერხება დიდმა თოვლმა და უამინდობამ გამოიწვია. რამდენიმე ადგილას დიდთოვლობის გამო, ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადებს მისვლა უჭირთ.
უკვე აღუდგა დენის მიწოდება მაღალმთიანი აჭარის სოფლებს. ამ დრომდე დენის გარეშე დარჩენილ დასახლებებს კი ელექტროენერგია, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მიეწოდებათ.