20 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ფოკასების მრავალშვილიანი ოჯახი ხელისუფლების დახმარებას ელოდება

ნაძვის ხის, გოზინაყის და საჩუქრების გარეშე დარჩენილი 4 ბავშვი. ფოკასების ოჯახში წელს არც თოვლის ბაბუ მისულა. პატარებს ნაძვისხეც კი არა აქვთ.

უკვე მეხუთე წელია, ველისციხეში თავშესაფარში მცხოვრები ოჯახი ახალ წელს საახალწლო სუფრის გარეშე ხვდება. მძიმე პირობების მიუხედევად, ფოკასებს სჯერათ, რომ საკუთარი სახლი თუ არა, მომვალ წელს ტელევიზორი მაინც ექნებათ.

სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებთან დაკავშირებით, სადღესასწაულო დღეების გამო გამგეობაში კომენტარი არ გააკეთეს. ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მრავალშვილიანებს მხოლოდ ქირით გაყვანას სთავაზობენ.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები