20 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ოკუპაციის ზოლთან მცხოვრებნი ახალ წელს მავთულხლართების ტყვეობაში ხვდებიან

უკვე მეხუთე ახალი წელია, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები თემო პაპა ახალ წელს მავთულხლართების ტყვეობაში ხვდება. მოხუცებული ვერც წელს ესტუმრა ახლობლებსა და ნათესავებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყვება, რომ მისი მეუღლეც ავადმყოფობს, მაგრამ ექიმი მისვლას მხოლოდ საოკუპაციო ზოლთან ახერხებს. თემო პაპა ახალ 2016 წელს მძიმე საცხოვრებელი პირობების გარდა, წყლის გარეშეც შეხვდა.

უკვე მერვე წელია, პედაგოგი თავის ოჯახთან ერთად ბედობას და ახალ წელს სოფელ ბენოთის ნაცვლად, ახალ ხურვალეთში, ე.წ. ბარაკების დასახლებაში ხვდება. დევნილი ყვება, რომ ახალ წელსაც და ბედობას მხოლოდ ტკბილეულით შეხვდა და წინა წლებისგან განსხვავებით არც სიმბოლური დახმარება მიუღია.

ოკუპირებულ საზღვართან ახალი წლის განწყობა არ შეინიშნება. ადგილობრივები ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან ახალი წლის დღეებში ვერ გადაადგილდებოდნენ და ნათესავები ვერ მოინახულეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისთვის სპეცილური შემოწმება უნდა გაიარო. ახალი წლისა და ბედობის დღეებში ეს კონტროლი გამკაცრებულია.

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები