ზღაპრული სამყარო და საახალწლო განწყობა თბილისის ცენტრში. სანტა კლაუსი, თოვლის ბაბუა, ჯამბაზები და პატარების საყვარელი ზღაპრის გმირები-სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქში ისევ გრძელდება.
დღევანდელი დღის კულმინაცია კი ვარდების მოედანია, სადაც უკვე ერთი საათია, საახალწლო ქალაქში კონცერტი მიმდინარეობს.