02 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ლაგოდეხის სოფელ მსხალგორში სამ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორში სამ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ისინი ოთხი დღის წინ მდინარე კაბლის-ხევის ტერიტორიაზე სალაშქროდ წავიდნენ.

დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ერთმანეთი დაკარგეს. გამოღწევა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა შეძლო, სამს კი ისევ ეძებენ. მათ არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა.

დაკარგულებთან ვერ ხერხდება ტელეფონით დაკავშირებაც. საძებნელად ადგილობრივები წავიდნენ.

უამინდობის გამაო სამძებრო სამუშაოებში ამ დრომდე ვერ მოხერხდა ვერტმფრენებისა და სხვა ტექნიკის ჩართვა. სამაშველო სამსახური მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

დღის ამბები