20 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ლაგოდეხის რაიონში დაკარგულ 3 პირს ვერტმფრენებით მოძებნიან

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში დაკარგული 3 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც კურიერთან საუბრისას ადგილობრივი გამგებელი კახა ჯამბურია აცხადებს, მაშველები შსს-ს მიერ გამოყოფილ ვერტმფრენს ელოდებიან, რის შემდეგაც დაიწყება დაკარგული პირების ძებნა.   

სამძებრო სამუშაოებს ხელს დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ვერტმფრენის გამოძახება.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეხუთე დღეა სალაშქროდ წასული 3 ადამიანი დაკარგულია და მათ ეძებენ. მათთან ერთად მყოფმა ერთმა პირმა სახლში დაბრუნება შეძლო. დაკარგულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მთაში მყოფ პირებს არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა იმისათვის, რომ სახლებში დაბრუნდნენ. 

დღის ამბები