ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერები გრძელდება. გუშინ ბათმელებისა და მისი სტუმრების წინაშე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები წარსდგნენ. გერმანელმა მუსიკოსმა ლუ ბეგამ და მისმა მოცეკვავე გოგონებმა, ასევე ქართულმა ჯგუფმა გუფი ლენდმა და მომღერალმა სოფო ხალვაშმა, თავის ბენდთან ერთად შეასრულეს მუსიკალური ნომრები. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და ნიკო ბერიძე.
აღნიშნული შოუ-კონცერტი პირველ იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა დიდთოვლბის გამო ერთ დღით გადაიდო.