09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ჩეხეთის პრეზიდენტისთვის ნასროლი კვერცხი გერმანიის პრეზიდენტს მოხვდა

ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს აქციაზე კვერცხები და პომიდვრები ესროლეს. ინციდენტი პრაღაში ხავერდოვანი რევოლუციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე მოხდა. როდესაც ჩეხეთის პრეზიდენტი გერმანელ, უნგრელ, პოლონელ და სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამოჩნდა, მიტინგზე ანტირუსული შეძახილები გაისმა. ხალხი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ "არ სურთ ჩეხეთი რუსეთის კოლონიად გადაიქცეს".
ჩეხების უკმაყოფილება მილოშ ზემანის იმ განცხადებამ გამოიწია, რომლითაც პრეზიდენტმა ანტირუსულ სანქციებს არ დაუჭირა მხარი. მომიტინგეებმა პრეზიდენტს წითელი ბარათები აჩვენეს და კვერცხები დაუშინეს. მათი შეკავება დაცვამ ქოლგებით შეძლო, თუმცა მედიის ცნობით, ერთ-ერთი კვერცხი გერმანიის პრეზიდენტს თავში მოხვდა.

დღის ამბები