ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, შტატებისთვის NATO-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება აბსურდულია.
აღნიშნული პოზიცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო დიაგრამა, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ფინანსურ წვლილს ასახავს.
გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვითი დანახარჯები, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია.
"აშშ-სთვის აბსურდულია ამ ცალმხრივი გზის გაგრძელება, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის. ისინი ჩვენ გვერდით არ ყოფილან", - წერს ტრამპი.