სამდღიანი გადაუღებელი თოვის შემდეგ დღეს შავი ზღვისპირეთში გამოიდარა. ბათუმში დილიდან მზეა. უხვმა ნალექმა პრობლემები ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობას შეუქმნა.
ცენტრალური გზების გაწმენდის მიუხედავად, სამაშველო სამსახურს თოვლში ჩარჩენილი მანქანების მძღოლები უკავშირდებოდნენ და დახმარებას სთხოვდნენ.
თოვლმა ბათუმსა და ქობულეთში დააზიანა მრავალწლოვანი ხეები, მოსახლეობის ნაწილი კი უშუქოდ იყო დარჩენილი. ამ დროისთვის, აჭარის მაღალმთიანეთს ელექტროენერგია შეფერხებების გარეშე მიეწოდება.