20 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
თბილისში დღეს ღამით -7 გრადუსი იქნება

საქართველოში ყინვები რამდენიმე დღე შენარჩუნდება. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, 5 იანვრიდან გამოიდარებს, თუმცა ყინვები როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში ისევ იქნება.

„დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება თოვლი. ღამის ტემპერატურა ისევ მინუსებშია, ხოლო დღის ტემპერატურა დასავლეთში არის პლიუს 1-6 გრადუსი, აღმოსავლეთში მინუს 3 გრადუსი. თბილისში ღამე ისევ მინუსებშია ტემპერატურა, მინუს 7 ველოდებით ამაღამ, ხვალ კი 0 გრადუსი იქნება ტემპერატურა. შედარებით დათბება 5 იანვრიდან,“ - განაცხადა კურიერთან გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა დავით ლოლაძემ.

დღის ამბები