03 ივლისი 2026,   21:52
ვრცლად
საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება

საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება.

შავკატ მირზოევს პრემიერ-მინისტრი ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებას.


დაგეგმილია ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების გაფორმება.

უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში ათონელის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით გუშინ დაიწყო.

პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გაიმართა.

დღის ამბები