20 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია

უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, თუმცა ამ დროისთვის საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ გასვიანი ამბობს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და შეზღუდვები გზებზე მოხსნილია.

„გასული ღამის განმავლობაში იყო რთული მეტეოროლოგიული პირობები აჭარასა და სამეგრელოს რეგიონში, იყო გარკვეული სირთულეები და შეფერხებები ღამის საათებში, მაგრამ გატარებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის გზები გახსნილი. კვლავ გრძელდება შესაბამისი ადეკვატური ღონისძიებები კახეთის მიმართულებით, სადაც ძალიან დიდი ყინვებია და აქ გვაქვს მცირე შეზღუდვები. თბილისი-ლაგოდეხის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის არის დაწესებული შეზღუდვა, ხოლო ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დასაშვები,“ - განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.

დღის ამბები