09 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ავღანეთში აფეთქებას 2 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა

მორიგი თავდასხმა მოხდა კოალიციურ ძალებზე ავღანეთში. დანაღმული სატვირთო მანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ქაბულში მდებარე კოალიციური ძალების სამხედრო ბაზასთან აფეთქდა. ტერაქტის შედეგად ორი ავღანელი სამხედრო დაიღუპა.

ნატოს სამხედროების მხრიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო. დაჯგუფების სპიკერმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე უცხოური ძალების სადაზვერვო ცენტრი იყო.

დღის ამბები