20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი მფრინავის საფლავიდან მიწა საქართველოში ჩამოასვენეს

დაღუპული ქართველი მფრინავის საფლავიდან მიწა საქართველოში ჩამოასვენეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეფრემ ბერუაშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს, 18 წლის ასაკში დაიღუპა.

ჯარისკაცი პოლონეთის სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი საქართველოში პოლონეთის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა ვოიჩე პლოისკიმ გააკეთა.

„მეგობარმა მთხოვა, რომ დაღუპული პილოტის საფლავი მეპოვნა, მე შევასრულე მეგობრის თხოვნა და დღეს გადავეცი სამხედრო სასაფლაოდან წამოღებული მიწა,“ - აცხადებს პლოისკი.

დღის ამბები