საახალწლო მზადება მთელს სვანეთში საგანგებოდ მიმდინარეობს: იკვლება საკლავი, ამზადებენ კუბდარებს, ხაჭაპურებსა და სხვა სვანურ ტრადიციულ კერძებს. იმისათვის, რომ სვანებს წლის საუკეთესო მოსავალი ჰქონდეთ, ახალ წელს ისინი ჩუმად, საუბრის გარეშე ხვდებიან.
სვანეთში მეკვლის ტრადიციასაც მკაცრად იცავენ. ტრადიციის თანახმად მეკვლე მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელიც დილით ადრე დგებოდა და ღელედან წყალს მოიტანდა, როგორც ჯანმრთელობის სიმბოლოს. ოჯახებში კი მეკვლისთვის ხილითა და ტკბილეულით სავსე ხონჩა მზადდებოდა.
ახალი წლის ღამეს სვანეთში სპეციალური საახალწლო სიმღერაც სრულდება.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.