02 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
სინოპტიკოსები ყინვას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ

სინოპტიკოსები ყინვას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ამ წუთებში თოვს ამბროლაურში, ფასანაურსა და გორში.

დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია დაწესებული საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე. განსაკუთრებულად გართულებულია ვითარება მაღალმთიან გზებსა და უღელტეხილებზე.

ჯვრის უღელტეხილი დაკეტილია. როკის გვირაბის გავლით მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან ავტომობილებს. ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე კი მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

დღის ამბები